ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბებ ბეგ ბედ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბემ ბენ ბერ ბეს ბეუ ბეყ ბეჩ ბეჭ ბეხ ბეჯ ბეჰ

ბელგა

  1. ბე, დაწინდვა. ქალ-ვაჟთა ნიშნობის პირველი სამკაული. „იქნებ, რომ ბელგაც დაგტყუოთ“ („საქ. მოამბე“, 1860 წ., № VII. გვ. 24; „არსენა მარაბდელი“, გვ. 608). „ალექსანდრე (ნატოს ხელზე ჰკოცნის). ნატოს დედა: ლოყაზე, ლოყაზე, შვილო და ბ ე ლ გ ა ც მიეცი“. (გ. სუნდ., „დაქცეული ოჯახი“).
  2. ჯერ ბელგაა, მერე ნიშნობა, მერე ქორწილი. ბელგა - ე. ი. ბე, ქალის დაწინდვა. ბელგა - რაიმე ნიშნის მიცემაა საპატარძლოსათვის (მთიულეთში ასე ყოფილა. იხ. ს. მაკალათიას „მთიულეთი“, 1930 წ., სახელგ., გვ. 114).
  3. პირობა. ჯერ ბელგაა, მერე ნიშანი. „ბელგა მშრალი რამ არის. ნიშანს, რომ მისცემენ, მაშინ დაქორწინდება“ (გ. ხუნდ., „ხათაბალა“, მეორე მოქ.).
  4. ნიშნის მიტანა საცოლესათვის. „სწორედ სიყვარულის წამალი მომცხო; ბელგას მოგცემ, სახლში შევალ, ნიშანსაც ვაკურთხებინებ და მერე ...“(ვ. ბარნ., „თებერას დანიშნული“, „გრდემლი“, 1913 წ., გვ. 260).
  5. ერთგვარი ნიშნობაა უღვდლო. საზოგადოდ ქალს, რომ გასინჯავენ და საცოლოდ მოეწონებათ, მაშინ ქალს ბელგას აძლევენ(ბეჭედს, საათს ან სხვა რამეს) და ამბობენ ესა და ეს ქალი დაბელგესო, ე.ი. ბეი მისცესო.
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9