შეურაცხყოფა. ბიაბრობა მაჭამოს? „ზვიადას უთქვამს, მიკვირს, რატომ არ გრცხვენიათ, რომ ამდენი ბიაბრობა ბატონთათვის შეგირჩენიათ“ (ხალხ., ლ. მეგრ, ჟურნ., „მშრომელი ქალი“, 1934 წ., № 8-9). „შენ იცი, რომ ბიაბროობა, უპატიურებამამაყენე მაგითი“? (მელან., „ნავარდობა“, „მოამბე“, 1899 წ., № VII, გვ. 19). „ამდენ ბიაბრობას შესჭამ“? („პეპო“). „დღეს-ხვალობით ითმინა ხალხმა თავისი ცოლ-შვილის ბიაბრობა“ (ცხვილოელი, „ივ“., 1886 წ., № 139). „დაიკარგე აქედამ, თორემ მთელ ქუჩას თავს დაგახვევ და ერთ ბეაბრობას გაჭმევთ“ (ანჩისხატისუბნელი, „ივ“., 1877 წ., № 3).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.