„ერთი კაი მლანძღველი ვაი ბიაბრუთ გამხდელი არა გვყავს“ (გ. ბაშინჯ., „ახირებული მასპინძელი“, „სახალხო საქმე“, 1930 წ., № 1009). „ოღონდ ხალხში ბიაბრუდ ნუ მხდის“ (გ. სუნდ., „დაქცეული ოჯახი“). „მე გავხდი ბიაბრუ, იქით მე გავხდი ვირი“? (რ. ერისთ., „მბრუნავი სტოლები“, „ცისკ“., 1868 წ., № II, გვ. 83. „შაჰნამე“, ტ. II, გვ. 57). ბიაბრუობა -„... არ მოინდომა: ბიაბრუობას არ ვაჭმევ ჩემს ქმარსო“ („ივ“., 1886 წ., № 32).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.