ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბია ბიბ ბიზ ბით ბილ ბირ ბიღ ბიჩ ბიჭ

ბიზი

  1. სადგისი. „ალექსანდრე ყაზბეგი, როგორც არტისტი, სუსტი იყო, მაგრამ მაგიერში შესანიშნავი მოცეკვავე, მოცეკვავე მოხევურად და ჩაჩნურად ხანჯლებზე. ის ბეცი კაცი გასაოცრად ატრიალებდა ხანჯლებს, თვალებთან მიიბიზებდა და ისე გაფრინდებოდა სცენაზე, როგორც მერცხალი“ ( ს. მგალ., „თ. და ც“., 1914 წ., № 3, გვ. 9).
  2. 2. ხარაზების ხელსაწყო: სადგისი. ასეთი ბიზით, ლეგენდა გადმოგვცემს, ერთხელ ელია წინასწარმეტყველმა თვალები დაითხარა. „აი, ეს ლეგენდაც: ელია ხარაზი იყო და დედათა სქესს არა სწყალობდა. როცა ქალის ფეხის ზომას იღებდა, თვითონ არ უყურებდა ქალს. მუშტარს ნაცარში ფეხის ტერფს ჩაადგმევინებდა და ისე ჰკერავდა ფეხსამოსს. ერთხელ ელია ერთმა ქალმა შეაცდინა. ელიამ ეს ვერ აიტანა, ცოდვას ვერ გაუძლო და ორივე თვალში ბიზი იჩხვლიტა. მას შემდეგ დაბღებს ხარაზი ელია თავის ფ ი რ ა დ ა ჰყავდათ. ეს ფირი დასვენებული იყო ერთ პატარა ნიშში დაბახანაში. ამბობენ: ეს ფირი რამდენჯერმე მოუპარავთ და ისევ თავის ადგილას მობრძანდებოდაო. ამჟამად გაუქმებულია, სად არის (...).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9