ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბია ბიბ ბიზ ბით ბილ ბირ ბიღ ბიჩ ბიჭ

ბილანი

გამგები, ცნობიერი, შესმენილი. „კალმით დავალ ამ სოფელში გამგონ ხალხის ასაწერად, ბილანები არ ამცდება ამ დავთარში ჩასაწერად“ (იეთიმ გურჯი, „თ. და ც“. 1924 წ., № 20). „ბილანი ხალხი ყოფილა და მინდობილი გულისა“ (ვაჟა, ტ. IV, გვ. 298). ლექსიკონში შეცდომაა: „ბილანი - გულუბრყვილოო“ (გვ. 451.). „ლურჯი სუფრა დაობლდა, ბილანები წავიდნენ“ (მეზურნე ზუბიაშვილის სიმღერიდან).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9