„ბოლთის ცემა“, აქეთ - იქით სიარული. „უნებლიედ შეხედა ლუარსაბს, რომელიც ბოლთასა სცემდა („კაცია-ადამიანი“, თავი IV). „ბოლთას სცემდა მაღალი კარგად შენახული მოხუცი ნიკო ნიკოლაძე“ (კ.ლორთ., „კომ“.,№ 1934 წ., № 185). „იმ დროს გლახა მნათიშვილი ბანზე ბოლთასა სწევდა“ (საქ. მუზ. ხელთ., № 2130, გვ. 45ბ). „სახლ-მიდამოს დათვალიერების შემდეგ აივანზე ბოლთის ცემა დაიწყო“ (შ.არაგვ.). „უცხო ყმაწვილკაცთან მკლავგაყრილი ბოლთას ეწევა“ (გ. სუნდ., „დაქცეული ოჯახი“).
„ბოლთის კვრა“. „როცა ჩვენ გვგონია თავისუფლად ვსუნთქავთ და ბოლთასა ვცემთ“ (კ. გამს., „ეგზოტიკური ნოველები“, „ცისარტყელა“, 1920 წ., № 11, გვ. 58). „ჭაბუა მდივანბეგი სასეირნოდ მიდიოდა ქუჩაში... იმ დროს გლახა მნათობიშვილი ბანზე ბოლთასა სცემდა“ (მეფისაძე გრიგოლის დავთარი, საქ. მუზეუმი, ხელთნაწ. № 2130, გვ. 45). „ის ვაჟიც იქ რომ ბოლთას სცემს, დიდი მშრომელი კაცია“ (ხუმარას - ვ. რუხ-ის ფსევდ. - ლექსი, „ეშმ. მათრახი“, 1930 წ., № 53, გვ. 6).
ბოლთა - გავლა, სეირნობა, სიარული კუთხიდან კუთხემდე.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.