ობ ოდ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ორ ოს ოტ ოქ ოღ ოყ ოჩ ოც ოხ ოჯ ოჰ
ობა ობო

ობა

დღეობა, ხატობა, ჯვარობა, დღესასწაული. „ობა მხოლოდ ქართულში იხმარებაო“ - სწერს აკაკი („კრებ.“, 1889 წ., N 2, გვ. 103). იხ. ბარბარობა, ბოლნისობა, ღვთაებობა და სხვ. „სადაც დიდი, არაჩვეულებრივი საყველიერო ობაა“ (ეკ. გაბ. „ივ“, 1892 წ., N 106). „სადღესასწაულოდ წაიყვანა, თვალს გააღებს და შეეჩვევა მეჯლიშს, ობას, ხალხის ყრილობასაო“. (ვ. ბარნ., ვარდფანჯები“, გვ. 117). „ობებში ძნელია მდიდარ და ღარიბ ქალების გარჩევა“ - დღევანდლამდენ რამდენ ომებში (კორექტურული შეცდომაა, უნდა იყოს ობებში - ი. გრ.) ვყოფილვართ, შენ თუ ნახამ სადმე ახალგაზრდა ქალს ჩითის კაბითა და კისეითა?“ („ცისკ.“, 1864 წ., აგვ. N-რი, გვ. 357). „ისე, ბევრი ხალხი მოაწყდებოდა, როგორც ეკლესიის ობაში იცის“ (ნ. ავალ., თარგ., „თავადის ქალი“, გვ. 7).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9