ღა ღე ღვ ღი ღნ ღო ღრ ღუ
ღობ ღოლ ღონ ღორ ღოქ ღოღ

ღოროტოტო (ჰოროტოტო)

  1. ჩასაბერი საკრავი, საყვირისებრი.
  2. მოგრძო საყვირი თითბრისა, დილიჟანსებზე იცოდნენ.
  3. თითბრის საყვირი. ძველად ქალაქგარედ რომ „ლინეიკები“ დადიოდნენ, ცხენების გამრეკნი ამ ღოროტოტოში ჩაჰბერდნენ - მოვდივარ, გზა დამიცალეთო. „ბილიკის მოსახვევთან შეგხვდა კაცი, რომელსაც დიდი სანადირო ღოროტოტო ეჭირა („ანგარიში მსოფლიოსი ანუ ბანი ალპის მთებში“, 1912 წ., გვ.10). „ყეენს - წინ მიუძღვიან ბელადები კომბლებითა, სულ წინ ზურნა-ნაღარა და ღოროტოტო უკრავს“ (ანჩისხატელი - პ. უმიკ., „დრ“., 1880 წ., № 49 ). „მეღოროტოტენი ერთი საათის განმავლობაში აყვირებდნენ ღოროტოტოებს“, („მოამბე“, 1903 წ., № 8, გვ.10). დიდ და უცხო ცხვირიანს ადარებენ ღოროტოტოს. „ცხვირი ჰოროტოტოს მიუგავდა“. (ს. მგალ.).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9