ობ ოდ ოთ ოი ოკ ოლ ომ ონ ორ ოს ოტ ოქ ოღ ოყ ოჩ ოც ოხ ოჯ ოჰ
ოხა ოხრ ოხტ ოხყ

ოხაი

სიამოვნების გამოსახატავად შესძახებენ ხოლმე. მაგ., წყალს დალევენ და როცა სასმისს გამოსცლიან, იტყვიან „ოხაი“. „ოხაი, რა კლასიფიკაციაა და!“ (მ. ჯანაშ., „ქართ. მწერ.“, ტ. II, გვ. 82). მე მინახავს დამაშვრალი მგზავრი, რომელსაც მწყურვალს მოუკიდია ცივი ხელადა, ჯერ პირი გამოურეცხია (ალბად ცივმა წყალმა კბილები არ დაუზიანოს) და დაწაფების შემდეგ წამოუძახნია: „ოხაი!“ მიამა! ჯან! იფ! ვიშ! მაგალითად, სიცხე-პაპანაქებაში ცივ წყალს რომ დალევენ და სასმისს მოიშორებენ ტუჩებიდან, იტყვიან: ოხაი!... ე. ი. როგორ მიამა და გამაგრილაო. ჯან, გული გამიგრილა. სიხარულის ტერმინია.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9