ხორბლეულით მოვაჭრე. ა ლ ა ვ ა ყოფილა პირუტყვის საჭმელი ბალახეულობა.
ა ლ ა ფ ი - 1. ხორბლეულის, ფქვილეულის ვაჭარი. „ღამე ქუჩაში ვიდოდი, შემთხვევით შევხვდი ალაფსა, მოჯამაგირედ მიმიღო, მაგრეხინებდა კანაფსა“ (ლექსი საბა შიოელისა, „ფოსტა-ტელეგრაფის ხმა“, 1919 წ., N 3, გვ. 9). „იმის უცნობი არ იყო ბაზაი, აღარც ალაფი“ (ვაჟა, ტ. IV, გვ. 328). მელექსიკონე ამბობს: ალაფი მეფქვილეაო (იქვე). ფქვილის გარდა სხვა რამესაც ჰყიდის.
2. ნატაცები, ნაძარცვი,, ხარკი; ალაფი არის აგრეთვე ხორბლეულისა და მისთანათა ვაჭარი (რ. ერისთ., ტ. IV, გვ. 233).