ღვინოში დამბალ - გაჟღენთილი პური. საზოგადოთ ძალზე მთვრალ კახზედაც ამბობენ: „ვა! ვერ უყურებთ პროხორა დესეტნიკივით რა ბოღლოწო გამხდარაო. თუთიყუშს, ყაფაზაში დატყვევებულს ხშირად ენის ამოსადგმელად ბოღლოწოს აჭმევენ. „თავზე მდუღარე წყალი დაასხეს მამაშენს. ამით არა დაუშავდა რა, პატარა ბოღლოწო და იფნის მელანი, - ტყავი ისევ გაუკეთდა“. (ა. ფურც. „ავაზაკნი“, 1880 წ., გვ. 15). ბოღლოწო - (ანუ ბოღლიწო, ბოღლორწო) ღვინოში დამბალი პური; ბოღლოწოს უწოდებენ აგრეთვე მთვრალ კაცს. „შენი ხმლის ტარი თავში ჩაჰკარ და მერე მეორე ოთახში მალვუაზის ღვინის კათხაში ჩავაგდოთ. ეგ კაი ფიქრია, ბოღლიწო გავაკეთოთ“ („რიჩარდ მესამე“, თარდ. ივ. მაცაბ. 1893 წ., გამოც., გვ. 40). რუსულ თარგმანში არის Настойка.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.