ბა ბე ბზ ბი ბლ ბო ბრ ბტ ბუ ბღ
ბობ ბოზ ბოი ბოლ ბორ ბოტ ბოღ ბოშ ბოჩ ბოხ

ბოში

  1. დუნე, ფონფლე, მოშვებული, მოფოლხვებული (საბა). 1897 წელს (?) „ცნობის ფურცელში“ უნდა დაბეჭდილიყო ერთი ლექსი („გამოცანა დიდრონებისთვის“), რომელშიაც სიტყვა „ბოში“ დუნეს აზრით არის ნახმარი. ვინაიდანვინაიდან ეს ლექსი ცენზურამ არ გაუშვა (ამ ლექსში იგულისხმებოდა გ. წერეთ.), ამიტომ აქ მოგვყავს მთლიანად: „ერთი ვინმე სულიერი, ბევრი არაფერიაო, ხენაგოგებს ძმად გაუხდა, მეგრელების მტერიაო, გამოიცანთ, რა ჰანგებზე მას არ დაუმღერიაო, ხეჩაგოგებს ძმად გაუხდა, მეგრელების მტერიაო, გამოიცანთ რა ჰანგებზემას არ დაუმღერიაო, მისი საქმე დევგმირობა, ცარიელი მტვერიაო, „მოყვრებს“ სწყალობს, დასებს აწყობს, ვითომ მეცნიერიაო, ისევ ისე „ბოში“ არი, თეთრი გამორევიაო, ბევრი რაღა გავაჭრელოკიდევ არაფერიაო, „ზოგან ყვითელ, ზოგან წითელ, ზოგან ალისფერიაო“, ამას ვინ არ გამოიცნობს? გეურქ წერეთელიაო“! ა ს ო თ ა მ წ ყ ო ბ ი (ცენტრარხივის საცენზ. № 724; გვ. 83).
  2. მოშვებული. „ფოლადი უნდა ვაჟკაცი, არ უნდა იყოს ბოშია“ (ვაჟა. ტ. IV, გვ. 64). „ინტელიგენტური მოსაზრებათა ძაფები უბოშდებათ(„მოამბე“, 1896 წ., № VI, გვ. 131). „რაც დრო გადის, შეუმჩნევლად სხეულს გიჭამს ჭუჭყი, ჟანგი, გაბოშებს და გაუძლურებს, როგორც ლოთ კაცს ჩუმი ბანგი“. (შ. მღვ. ლექსებიდან „პატარა ფაცანებს“ მაჩვენა მისმა ქალმა ქეთომ 1937 წ., 16/X-ს. არა აქვს ჩ-ს) „ხარფუხში წმინდა სანთლის ქარხნის გალავანი გადმოიქცა; ეს გალავანი კიდევ რამდენსამე ალაგას დაბოშებულია...“ („ივ“., 1887 წ., № 264). „მარტო ჩვიდმეტნაირი სონიჩკა იყო: მაღალი, დაბალი, სრული, მჭლე, ფუნჩულა, განდღრეული, ვეება, ჭნაკო, ნაზი, ბოში, სათუთო, ნეჟნიმაროჟნა, ჭკვიანი, ტუტუცი, ცეტი, შეტაბუტა. (იხ.). „ქარაფშუტა“ (გ. სუნდ., „ვარინკას ვეჩერი“ თარგ. პ. უმიკ. „ივ“., 1879 წ., № 5-6. გვ. 95). „ქალი ეგრე როდი უნდა მობოშდეს“ (ნ. ავალ. „თავადის ქალი“. გვ. 266). „ხომ არა გაიგო რა ამ პირ-ბოშმა კაცმა, აბა ერთი წავიდე არა წამოროშოს რა“ (ბ. ჯორჯ., „ცისკ“., 1863 წ., გვ. 43).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9