კედელი, რომელიც ჰყოფს ორ კარს, ორ ფანჯარას, უფრო ორ ოთახს. ერთაგურიანი ბრტყელი კედელი. ორ აგურს გაჯით ერთმანეთზე მიაკრავენ და ასევე ბრტყლად აიყვანენ კედელს. აგური სწორედ არ უნდა დაიდვას, არამედ ქეშად, პრტყლად. „სურამის ციხე“ (მკითხავების ბინის აღწერა საუფკარაპეტის უბანში) იაქათაღი – („ძვ. ტფ. ბოჰემაში“ ბოლოს). „წარსულ საუკუნეში თბილისს ესტუმრა საფრანგეთის დიდი მწერალი ალექსანდრე დიუმა. მას, როგორც ნაციონალური სიამაყე, აჩვენეს ძველი თბილისის იაქათაღიანი სახლები, ჩაბნელებული ქუჩაბანდები და ყანწები ორთაჭალაში“ („ახ. კომ.“, 1937 წ. №49, 1 მარტი). „სახლი, რომელსაც ეკუთვნოდა როსტომის სადგომი ოთახი, იდგა ქუჩაზე და გაყოფილი იყო იაქათიღით ორ ოთახად“ (ლ. არდაზ., პ. კეშელ. რედ., 1936 წ., გვ. 103).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.