ია იბ იე ივ იზ ით იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იწ იჭ იხ იჯ
იავ იათ იაი იალ იან იარ იას იაფ იაქ იაღ იაყ იახ იაჯ

იაღლიში (იანღლიში)

შეცდომა. ამ სიტყვას, წარმოიდგინეთ, იმერეთშიც შეხვდებით. „სწორი ანგარიშაა, მაგრამ ერთი „იაღლიში“ მოსდით“ (პ. საყვარ. „კომ“, 1929წ., 11 აგვისტო). „თუ თევზის საყიდლად მოსულხარ, იაღლიში ხარ“ („პეპო“, გვ. 71). ამ სათაურით ლეგენდაც არსებობს: „იაღლიში ღებელებსა და სვანებს შუა“ (ს. ღებში ჩაწ. გაზ. „კოლხიდა“, 1911 წ., №189). „–მე ის მაწუხებს, მადლობა რარად გადავუხადე, – ჰო, მაგაში კი ძალიან იაღლიშათა ხარ“. (ბელან., „საქართ.“, 1918 წ., № 222). „გითხარით ასე: „ისედაც დაღლის, რომლისთვის მუდამ წამება ყვავის, გთხოვთ მაპატიოთ ეს იაღლიში და სამუდამოთ გაჩუქებთ ყვავილს“. (ვ. გაბესკ. „მნათ.“, 1935წ., №3, გვ. 52). ეს სიტყვა ხალხურ ლექსშიც ყოფილა – „იაღლიში ღებელებსა და სვანებს შუა“ (აკ. შან. ბიბლიოგრაფია, „Христианский Восток“, 1913 2., ტ. II, გვ. 261). „იაღლიშათა ვარ“ (გ. დარისპ. „ხიდქვეშ“, IIIმოქ.). უნივერსიტ. გამოცემა, გვ. 189) იხ. ლექსიკონი (ანუ იანღლიში).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9