მამაკაცების უფროსი. იგითბაში რომელიმე ჰამქარის უსტაბაში გზირია. თუ ვინმე გარდაიცვალა, მაშინ ამ იგითბაშს ჰგზავნიან, რომ ჰოქუცზე (პანაშვიდზე) დაესწრონ ჰამქრის წევრები. „უსტაბაშს გაუმარჯოს, ვადღეგრძელოთ თასითა, ჰამქარს და ჰასაყალოს თავის იგიდბაშითა“. (ცისკ.“, 1867 წ. და კრებ. „ციცინათელა“, 1885 წ. გვ.11). „ყიზითაღა შაშბაშოღლი იგითია მეტისმეტი“ (წიგ. „ქართველ მაჰმადიანთა სახლახო ლექსები“, 1891 წ. გვ., 3). „ეს იგითობა რომ ქენი, ყირალს გვუგზავნე ელჩი“ (იქვე, გვ. გვ.7).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.