ია იბ იე ივ იზ ით იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იწ იჭ იხ იჯ
ინა ინდ ინთ ინჩ

ინჩი

რატომ ხმარობენ ან საიდან არის ინჩი? „ქართულად იყო ჩაცმული, თუმცა ქართული „ინჩიც“ არ იცოდა“ (ანასტ. ერისთ–ხოშტარიასი, იხ. „ალიონის კრებული“, 1911 წ., გვ. 315). „გამოდგა რომ დადეშკელიანის თხოვნის დამწერი სამხედრო სამსახურიდამ გამოგდებული კაცი ყოფილიყო და ექიმობის ინჩიც არა იცოდარა“ (კ. ბოროზდ. „სვანეთის სამთავროს გაუქმება“, „დროება“, 1885 წ., №120). „ჩვენს ქვეყანაში ბევრნი არიან ისეთი ექიმები, რომელთაც არავითარი სპეციალური სწავლა არ მიუღიათ და რუსულისა, ინჩიც არა იციან“ („დროება“, 1885 წ., №84). „ორი თვეთ აქა ვარ და ჯერ ინჩი არ ვიცი“ (რ. ერისთ. „პარიკმახერისას“. 1880 წ. გვ. 3). აქვს დ.ჩ.–ს. „საქართველოში მრავალია დღეს სოფლები, დასახლებულნი სომხებით და ამ სოფლებში ხალხმა იცის მხოლოდ ქართული ენა და ინჩიც არ ესმის სომხურისა“ (სანო, „ივ.“ 1889 წ., №33). „ გაურკვეველი ხმები, რომელსაც დუდღუნებდა გაგულისებული და გერმანულს ენაზე ინჩისაც უცოდინარი ვოლტერი, კიდევ უფრო არწმუნებდა ხალხს, რომ მართლაც მაიმუნი ყოფილაო“ (გრ. ვოლსკი, „ივ.“ 1892 წ., №12).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9