ია იბ იე ივ იზ ით იკ ილ იმ ინ იო იპ ირ ის იტ იუ იფ იქ იღ იყ იშ იჩ იწ იჭ იხ იჯ
ინა ინდ ინთ ინჩ

ინჩხაბარე

წმინდა სომხური სიტყვაა და ნიშნავს „რა ამბავია“. ამ სათაურით(„Инчхабаре“) „კავკაზში“ 1850წლებში ფელეტონებიც იბეჭდებოდა. „ცისკარშიც“ გვხვდებოდა ეს სიტყვა ვინაიდან ეს სიტყვა ქართულ ლიტერატურაშიაც იპარებ, ენის არგოს გამოსაკვლევად – ეს სიტყვა შემოვიტანეთ ჩვენს ლექსიკონში. აი, როგორ არის „ცისკარში“ ნახმარი: „იმ დროს მეც მივედი... ყური იმათკენ მქონდა. ინჩხაბარე რომ გავიგონე. მაშინვე ვთქვი, უთუოდ ესენი ახალს ანბავს რასმე მეტყვიან–მეთქი, რადგან ინჩხაბარე ისეთი რაღაცა ძალის პატრონი არის–მეთქი, რომ: კაცს უნებლიეთ ათქმევინებს, როგორც საიდუმლო და დაფარული საქმე იყოს–მეთქი. მართლა, რომ ინჩხაბარესავით საიდუმლო არ სცხოვრობს ქვეყანაზე“ („ცისკ.“, 1863 წ., №IV-V გვ.605).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9