პა პე პი პლ პრ პუ
პეი პენ პეწ

პეიტარი

  1. ყოყლოჩინა, მატრაკვეცა; პეიტრობა - მეტიჩრობა, ყოყოჩობა. ( საქმეს რომ აკეთებენ და თან აქეთ-იქეთ იხედებიან: „აი, მიყურეთ, ვმუშაობო, და ამნაირ თვალთმაქცზე იტყვიან - თუ მუშაობ იმუშავე, ეგ რაღა პეიტრობააო!).
  2. მეტიჩარა.
  3. ცხენის ბეითალი. „საბა“, გვ. 269 (აკ. შანიძის).
  4. ცოდნით ყოყლოჩინა. ილია სწერს: „პეიტრობით - მეტის გონებით სახელგანთქმულნი“ („მგზ. წერ“. თ. VII). იხ. ჩემი საიათნოვა, სხოლიო სონეტებზე. „დღეს ამა და ამ გლეხმა ლაპარაკში ესა და ეს ჩემთვის უცნობი სიტყვა სთქვაო, იტყოდა მგოსანი (ილია ჭავჭავაძე, ი. გ.). ერთ ამგვარ სიტყვათ მახსოვს, იყო სიტყვა პეიტარი. ჰაზრით გამოდიოდა, რომ პეიტარი კაცის წოდება უნდა ყოფილიყო და რომ ჩავიხედეთ ლექსიკონში, აღმოჩნდა, რომ პეიტარი საქონლის ექიმს რქმევია“ (ი. მეუნ., „ნანახი და გაგონილი ილიას ცხოვრებიდან“, მნათ.“, 1936 წ., N 5-6, გვ. 249). „ნამდვილად პეიტარია“, ე. ი. ნასწავლი, მეცნიერი, სპეცი. შემდეგ ეს სიტყვა დაცინვის სინონიმად გადაიქცა, პეიტარი - ტრაბახა, პეიტრობა - ტრაბახობა, ყოყლოჩინობა, მკვეხარობა. „ქალო, ქალო, პეიტარო, ღობე-ღობე გაეკარო“ (ხალხ.) პ ე ი ტ რ ო ბ ა - 1. ახირებული ყოყლოჩინობა. ძველად სხვანაირი მნიშვნელობა. ძველად სხვანაირი მნიშვნელობა ჰქონდა. ილიას მოხევე ასე ლაპარაკობს: „აირჩივინ ბჭედა ბრძენ-ბერკაცნი პეიტრობით სახელდებულნი“ („მგზ. წერ“., თავი VI). ხოლო ილია ამ სიტყვას ასე განმარტავს: „პეიტრობით-მეტის გონებით სახელგანთქმულნი“ (კრებ.“, 1871., N 5, გვ. 9). 2. მანია გრანდიოზა, მეტიჩრობა. ხოლო მთაში პეიტრობა „მეტის გონებით სახელგანთქმულს“ ნიშნავს (ილია, „მგზ. წერ.“) „მე ათასჯერ მითქვამს, რომ თქვენთავად ნუ პეიტრობთ ხოლმე“ (რ. ერისთ., „ადვოკატები’, „ივ.“ 1880 წ., N IV, gv. 95).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9