პა პე პი პლ პრ პუ
პეი პენ პეწ

პეწი

  1. კარგი იერი.
  2. სილამაზე. „თავზე კალმუხის ქუდი ეხურა საკმაოდ პეწგაცლილი“ (კ. გამს., „ტონთიო“, „ლიტ. საქართ., 1939 წ., N 34). „განა დაჰფარავს ჩემს სიმახინჯეს ფარჩის სილბო და პეწი?“ (ვ. ბარნ., „ვარდფანჯები“, გვ. 241). „ერთი არტისტი ქალი ძველ ნაშთების მოყვარული იყო. მოახლეს ეგონა, რომ ქალბატონს ვასიამოვნებო და ეს ნაშთები გარეცხა, განაახლა, განასპეტაკა და პეწი მისცა“ („ივ.“, 1887 წ., N 206). „აღარა მაქვს პეწი, ფერი“ - დოდო მარჯანიზის ლექსიდან (იხ. „ნაკადული“). პ ე წ ი ა ნ ი - „თითონ ცხოვრებაც იმ აბრეშუმივით პეწიანია, მოცინარი და ფერად-ფერადი“ (ი. ტატიშ., „ჩიტო“, „კოლექტივიზაცია“, 1935 წ., N 60). „დაბეჭდილი იყო პეწიან ქაღალდზე“ („ახ. კომ.“, 1935 წ., N 162., გვ. 4).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9