სამარხო საჭმელი. ზეთში ჩაჰყრიან ხახვს, ჩაფშვნიან პურს, ძმარსაც დაასხავენ. ეს არის საჭმელი დაბალი ხალხისათვის. გ. ერისთავს აქვს: თუ არ მოყვა ფული ცოლი, უნდა ჭამო ხომ კონჩოლი. „თუ არა აქვს ფული ცოლი, უნდა ჭამოს ხომ კონჩოლი“ (გ. ერისთ. „გაყრა“).
ანუ ყიყლიყო პურის ნაჭრების კერძი, კვერცხით და ერბოთი. მთიულეთში – ხარშო (უბრალო საჭმელი).
დამბალი პური (ღარიბთა საჭმელი). „რა გაქვს სადილად, დოშის წვენი თუ კონჩოლი?“.
წყალში ჩამბალი პური.
ძველს ქართლურ პურს ერბოში მოხარშავენ, ხახვს ჩააჭრიან და კვერცხს ჩაახლიან.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.