კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კობ კოთ კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოტ კოღ კოშ კოწ კოჭ კოხ

კოტოში

„ივან ნიკოფორიჩმა თავის რქა–კოტოში მონახა, რომელშიც ბურნუთს ინახავდა, კოლოფის ნაცვლად“ (გოგოლი, „კრებული“, 1871 წ., № 11, გვ. 98). ორიგინალშია – „Рожок“. „კიდევ მიგაქვს ტუჩთან თითები? ოჰ, ეგენი ტუჩის კოტოშად გადაგექცნენ“ (ივ. მაჩაბ. „ოტელო“, 1888 წ., გვ. 36) რქა, ან გრძელტარიანი გოგრის ჭურჭელი, რომელსაც აფარებენ წურბელას – კაცის სხეულზე დაკრულს და „არამ“ სისხლს სწოვენ. „მარცხენა ძუძუს გვერძე აქვს პაწია ხალი და ზედ ერთი გრძელი ბეწვი აქვს ამოსული... ბეჭებზედ ეტყობა დასერილი ნაკოტოშარი(ა. ფურც., „ავაზაკნი“, 1888 წ., გვ. 83). „ექიმმა ბევრი უწამლა, თლკხის რძე ასო, ზურგზედ ქილები და კოტოშები ჰკიდა (რ. ერისთ., „ცისკ.“, 1857 წ., № VI, gv. 42).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9