კა კბ კე კვ კი კლ კნ კო კრ კუ
კობ კოთ კოკ კოლ კომ კონ კოპ კოჟ კორ კოტ კოღ კოშ კოწ კოჭ კოხ

კოტრი

  1. გაკოტრებული. „ჩამჯდარიყო კოტრებში და ერთი ყოფა ჰქონდა“. (აკაკი, „კრებული“, 1899 წ., №7, გვ. 44).
  2. ვალიანი. დ.ჩ.–ს აქვს, მაგრამ სხვანაირად. „მზად ვარ პირველ ხეზედ ჩამოვიხრჩო თავი, ვიდრე გაკოტრებულად გამოვცხადდე, – ეჰ, ძმავ, ყველა რომ ასე ფიქრობდეს, ხეებიც აღარ გვეყოფოდა“. („ცნ. ფურც.“. დამატ., 1901 წ. № 19, გვ. 13). ა. ცაგარელს მოქმედი პირი ჰყავს „ხანუმაში“ მიკიჩ ტყუილ–კოტრიანცი. არუთინ კოტროვიანცი – მოქმედი პირი რაფ. ერისთავის „ადვოკატებში“. „კოტრი კნიაზი“ (ა. ცაგარ. „ხანუმა“). „ან ვალი უნდა გადავხადნათ, ან სახელმწიო კოტრად უნდა გამოეცხადებინათ“ (ივ. მაჭავ. „გლეხკაცის ისტორია“, 1931 წ. გვ. 249) ზ. ანტონოვს პიესა ჰქონია „კოტრი ზარაფა“, რომელიც დღეს დაკარგულად უნდა ჩაითვალოს („საქართ“, 1918 წ., № 17). კოტრობა – „ფულზე ძალიან კოტრობაა“ (ივ. მაჩაბ. კერძო წერ. დ. მუსხელიშვილისადმი; „თ. და ც.“ 1914 წ. გვ. 39). „გაუმარჯოს კოტრობას“ ამ სათაურით ლექსიც აქვს ი. ბაქრაძეს („ჩანგი“, 1892 წ. გვ. 185) „კოტრობით ვარ მდიდარი, ცეცხლიც ბევრს შემეწია ჩემებრ ბევრი ვაჭარი დიდ დოვლათს ეწია“ .(იქვე) – კნიაზჯან, შენი სულის ჭირიმე, მოდი ერთი დაგვლოცე ესე ჩვენი კომპანიით. – ბიჭო, ამისთანა კოტრობაში რა დროს ქეიფია? („ჩანგი“, 1892 წ. გვ. 72).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9