კროცი არის მთელი კაკალი, ნაჭუჭიანი და წენგოგაცლილი. როცა წენგოს შემოაფცქვნით, მაშინ ამ მწვანე კაკლის სამოსელს ჰქვიან ლენჯო და თვით კაკალს კი კროცი. როცა კროცს გასტეხთ და ნაჭუჭი მოშორდება, მაშინ იმ კროცის გულს, ე.ი. მთელ მრგვალ ნიგოზს ჰქვიან კუკრუჭანა და როცა ამ კუკრუჭანას უღელს ამოაცლით და შუაზე გააპობთ, ამ ნახევარს ჰქვიან – ლებანი და ლებანის ნახევარს კი – ე.ი. კუკრუჭანის მეოთხედს ჰქვიან ყური.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.