გაკოტრებული. თუ რომელიმე გამვლელი ყეენს სალამს არ მისცემდა (ე.ი. ფულს არ აჩუქებდა), ბიჭები მიაყვირებდნენ: „კუტრია, კუტრია, ჯიბეში თაგვები უყრია“ („დროება,“ 1870 წ., № 8); „იმისი კუტრი კნიაზები ძალიან დიდი რამე ჰგონია“ („საქ. მოამბე“, 1863 წ., №VII, გვ. 24). კუტრობა – გაკოტრება. „ზოგი ამბობდა, რომ ტიუსოს კუტრობაში ფეხი უდგასო“ („იზა“, თარგ., ილიასი, ტ. I, გვ. 6). „ეხლა საშინელი კუტრობა არის“ („ივ.“, 1893 წ., № 13). კოტრობა, „ან მოსავალზე თქვი, ან მანდაურ შექცევაზედ, ან კუტრობაზე. მაგრამ კუტრობა წამომცდა. კუტრობაზე ნურას მომწერთ, თვითონ მე კარგად ვიცნობ, რა წითელი კოჭიცა ბრძანდება. ჩემ ჯიბეში ნეტაი ჩამოგახედა, რა ამბავია, თაგვებს ასეთი ჯირითი გააქვთ, რომ მეტი არ იქნება. სხვა რა მოგწერო, ჩემო კარგო დაე, პეტერბურღი ისევ პეტერბურღია. ცივი, ქვით მოსიპული და უზარმაზარი. ახალი ამბები არ არის რა, ჩემი ჯიბის კუტრობის მეტი“ (ილიას წერ. დისადმი, „მნათ.“, 1933 წ., №8–9, გვ. 270).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.