წა წე წვ წი წკ წლ წმ წო წრ წუ წყ
წუა წუკ წუმ წუნ წუპ წურ წუწ

წუწურაქი

წუწურაქი, ქვაწვია, გაუმეტებელი, რომელიც არც თავისთვის იმეტებს რასმე და არც სხვისთვის. მესხეთში კუწუნწრახი (გ. ნათაძე, „მნათ"., 1937 წ., №8–9 277). ძვ. - პურად ავადი (ივ. ჯავახ.). ზემო იმერ. - წოიო (მ. თომაძის ნათქვამი). რაჭაში - კუნიახი. „გაქვს კიდეც და ეგრე წუწურაქობ"? (დ. ნახუცრ., „ჯიუტები", 1914 წ., გვ.33). „ბ.ო-ს მოუწვევია თავის სახლში ყველა ძუნწი და წუწურაქი" („თ"., 1888 წ., № 48-49, გვ.2). „ბონზა ერთი წუწურაქი ვინმე იყო" (იაპ. ზღაპარ"., 1959 წ., გვ. 3). წუწურაქობა - „თუ წუწურაქობამ არ აქიტანა და ერთი ქალამანიც ჩააცვა ლაქიას" (სანო - სტ. ჭრელ., "ივ"., 1888 წ., №28).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9