ტუჩები, ლაშები. „ერთი დიდის საბერველის ოდნათ ხომ ბერვა შეუძლია მაგის პროშებს?“ („საქ. სიძველენი“. ტ. III, გვ. 385). პროშიანი//პროშებიანი - დიდროვანტუჩებიანი. დიდტუჩიანი. „ეს შეგირდი იყო ერთობ შავი, „პროშიანი“ (ს. მგალ., მოთხ. „წარსულიდან“, „მოამბე“, 1899 წ. N X, გვ. 27). პ რ ო შ ი ა ნ ი ტ უ ჩ ე ბ ი - გადმოშვებული, სქელი ტუჩები, როგორც მაგ. ზანგებს. „იჭვიანი ხასიათით შენი გაბრტყელებული პროშიანი ტუჩებით“ (ნ. კურდღ. თარგ. პუშკინის „პეტრე დიდის ზანგი“, 1938 წ., საბლიტგამი, გვ. 49).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.