პა პე პი პლ პრ პუ
პრო

პროშტი

ხმიანი კოცნა. ტყლოშნა. „კვირია თავის ცოლს პროშტს უგზავნის“ (მ. თუმან. წერილიდან დაწ. ჩყნგ წელსა დ-სმარტსა). კოცნა, ამბორი. საბას განმართებით: „ამბორი არის სულიერი. ხოლო კოცნა - ხორციელი“ (გვ. 152, რ. ერისთ. რედ.) პროშტი წარმოებულია პროშებიდან - ტუჩებიდან. ეს სიტყვა იმერეთშიც იხმარება. „გავიხედე, მოდის ჯიხვი... რქები აქვს ნაყარი, გავბუსუნდი, გავლურსდი, გაუმართე ხელი, ერთი კი ვპროშტე ხელი ჩახმახს, გამოუშალე ფეხი და წამევიდა“... (მ. ჯაჭვაძის - გ. გაჩეხ. „სახ. კალენდარი“ 1901 წლისა, ზესტაფონი, გვ. 107). „ცხელის პროშტებით ჩააჩუმებდა (მ. გურიელის ლექსი პუშკინიდან, გვაჩვენა ი. ბარათელმა). „მოლაკო არის ბეზ კოსტი. ტვოი კაკულ ტებე გოსტი, პაზვოლ იემუ ადინ პროშტი“ („თეატრი“, 1886 წ., N 34). „ - ამისთანა პროშტს ძაღლის პროშტი სჯობია. - ეგ არ იქნება, არ შეიძლება საერთო პროშტი! - არ იქნება? ვა! პროშტიც ჩემია და ქეიფიც ჩემია“. (აკაკი, „კრებ.“ 1899 წ., N 7, გვ. 71).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9