„საქმე გაურიგო, მერე აიღოს და პუპუზ, პირში ჩალა გამომავლოს’ (ილია, „მაჭანკალი“). „დუქანს დარაბები გამოუყარე თუ არა, პუპუზ, ვიღაც შემოეთრია, „პუშკინოვის“ სასარგებლოდ (1890 წელს დაუდგეს პუშკინს ძეგლი. ამჟამად პუშკინის სახელობის ბაღში ამ ძეგლისათვის ფულს აგროვებდნენ, ი. გრ.) უნდა მომცეო. ვინ მეწვრილმანე, ვინ პუშკინოვი?“ („ივ.“, 1890 წ., N 44, გვ. 3). „რა ჩოჩორიც იყავი, ისევ ის ვირი გახდი. ესტო პუპუზ, შიგ რაბრია-და!“ („ივ.“, 1892 წ., N 253; „ნამუსის“ ლექსიკონი). „მაგრამ მაღლა რომ აიხედა, ნახა რომ ის ურჯულოებიც მივიდნენ და, პუპუზ, პირდაპირ ჩამოუმწკრივდნენ“ (გ. სუნდ. „ვარინკას ვეჩერი“, თარგ. პ. უმიკ., „ივ.“ 1899 წ., N 5-6, გვ. 103).