ლამაზი უზორებით დაჩითული აბრეშ. მატერია, რომელსაც უფრო საბნის პირისთვის ხმარობენ. „მკერდს იქნევ ყალამქარიანსა“ (ვაჟა, ტ. 6, 1946 წ., გვ.77). აკაკი ასე ხსნის: „ხატვა. ამოჭრა ლითონზე, გრავიურა. იგულისხმება ცხენის საკერდული, გრავიურებით შემკული“(ლექსიკ., გვ.383). „ყალამქრის ახალუხი“ („პეპო“) „დიდრონი ლურჯი ყვავილებიანი ყალანქარის ფარდაც არ მოეწონა“(ნ. ავალ., თარგ., „თავადის ქალი“ , გვ. 72). ყალამქაროვი გვარიცაა. „... ყალამქაროვის სახლის ქვემო სართულში ცეცხლი გაჩნდა“ („ივ.“, 1890 წ., № 164).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.