ბურსა ანუ ბრუსა ქალაქია ოსმალეთში; „ბურსეული პერანგი“ - ქ. ბურსიდან გამოტანილი საპერანგე თხელი ქსოვილი. „ჩემო ნათლიდედაო, ჩემთვის რასა ბედავო? - კაი ქუდსაც მოგიტან, ბურსეულსაც ზედაო“ (ხალხ.). ბ უ რ ს ე უ ლ ი - თხელი საპერანგე.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.