ჯა ჯდ ჯე ჯვ ჯი ჯლ ჯო ჯუ ჯღ
ჯაბ ჯაგ ჯად ჯავ ჯაზ ჯალ ჯამ ჯან ჯარ ჯაყ ჯაჯ ჯაჰ

ჯავაირი (ჯავარი)

ძვირფასი ქვა, ელვარე თვალი პატიოსანი. ჯავაირი ქალის სახელიცაა, ხოლო პოეტები (გრ. ორბ. და სხვ.) საერთოდ ლამაზ ქალს ჯავაირს ადარებენ. გრ. ორბ. მთავარმართებელ ბარიატინსკისაც ჯავაირს ადარებს. „ხალხს... როგორც მოსწონს ეგ ხელმწიფე კაცი? ეგ თავით ფეხებამდე ჯავაირი? (გრ. ორბ., წერ., ტ. II, გვ. 183). „შენ გენაცვალნენ ყოველნი ბარბარები, ოთარის ცოლიდამ მოკიდებული. მაგრამ ჩვენი ბაბალე, ვლადიკავკაზის კრასავიცა კი არ უნდა გენაცვალოს – ეგ სხვა ჯავარია“ (იქვე, წერ., ბაბალე საგინ.–დმი, გვ. 128).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9