ბევრი, ბლომად, შეკრებილი ხალხი, შეკვრა. „ყაბახისკენ ავიარე, ჩემო ბატონო, და ერთიც ვნახოთ, ერთი ჯელგა გოგოები მოდიან“ (ა. ცაგარ., „მათიკო“, „ივ.“, 1880 წ., №3). „ამისთანა ხელის პატრონმა მთელი ჯელგა შვილები ჰშობოს“ („ივ.“, 1889 წ., №12).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.