IV საუკ. აშენებულ ჯვარისმამის ეკლესიის უბანში (აწ რიჟინაშვილის ქ.) ძველად მთელი წყება ქართვ. მეპურეები ბინადრობდნენ. ერთნი აცხობდნენ განსაკ. ზომის პურს, რომელსაცდ ხალხმა უწ. ჯვარისმამის პური. ეს პური იყო თეთრი ბამბასავით, ფაფუკი. სეფისკვერის გემო ჰქონდა. ოდესის უთეთრესი ფქვილით ცხვებოდა. იხმარებოდა შიკის დროს ან ქორწილში... ან სამგლ. სერობის დროს. ცხვებოდა სამნაირად: პური, ლავაში, შოთი. ჯვარის მამის არემარეზე სულ რვა თონე იყო ჩადებული (რვა დუქანი). პური ღიდა სამი კაპ., გამხმარი პური 2 კაპ. იყიდებოდა, შოთი – ერთი შაურად, ხოლო ლავაში ორ–ერთ შაურად.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.