ჰამსონი - დაახლოვებული მეგობარი, დოსტი; ამყოლი, თანამესუფრე. „მაშინადვე თავის ამფსონებს ახარა“ (რ. ერისთ. „ცისკ“; 1857 წ; N 5, გვ. 36). „თქვენი ხათრით, რამოდენიმე კვირას ამფსონობას გაგიწევთ“ (კ. გამს., „ლილ“, „მნათ“., 1828 წ., N 3, გვ. 32). „არსენამ ერთი ქისა ოქროს ფული დაუყარა წინ ამფსონებს“ („ბატონყმობის მასალები“ ტ. 2-3, გვ. 20; რ. გვეტ. მოთხ., „ქართ. მწერ“., 1930, N 2-3, გვ. 17).
პურის მტე ანუ ამქარი (ჩ., გვ. 36). „საქმე გადაწყვიტა სახლის პატრონის ლამის ამფსონების სასარგებლოდ’ („მუსა“, 1932 წ., N 143, გვ.4). „რატომ არის წინანდელ ადგილზე აღა სულთანოვისა და ტუღუშის ამფსონები“? („კომ.“., 1936 წ., N 153, გვ. 4). „ე, მკვდარიყლაპიავ, შესძახეს ამფსონებმა“ (შინ-ჩინ, „ივ“., 1894 წ., N 17). „მე ვიცი, ან მთვრალი შემობრწყინდებოდა, ან ამფსონებს შეჰყრიდა საბანქოოდ“ (ვ. ბარნ., „პროფესორი“, „მოამბე“, 1901 წ., N VI). „თუ როგორ გასწირეს მეგობრებმა და ამფსონებმა“ („ათას ერთი ღამე“, თარგ. ს. აბულ., 1937 წ., გვ. 50). „ვერც პრაჩკები, თავის ამსონ-ლოთები“ (პეტრე ლარაძის ლექსი, საქ. მუზ. ხელთ. N 2130, გვ. 42ბ). „დუქანში დაიწყო ღვინის სმა ორ-სამ თავის ამსონ ბიჭებთან“ („ივ“. 1886 წ., N 118). „...ანდა იოლად ვით ბანქოს აფსონს, ზარს რომ ისვრის და ფულებს მოხვეტავს“ (პ. იაშ., პუშკინის თარგ. 1936 წ., გვ 125). „მე გითხრა, ჩემო აფსონო, არ ვიცი, რა დაგიმალო“! (ბაჩ., გვ. 449).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.