აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ანა ანგ ანდ ანს ანტ ანუ ანწ ანჯ

ანაჯოგად

  1. სრულებით, სავსებით. იმერულად: „ა ნ ა გ ე ბ ა დ“. „ანაგებად არ ვყოფილვარ ამ ქალაქსი, მისი ასავალ- დასავალი არა ვიცი-რა“ (პ. მ. „ჩატეხილი ხიდი“, 1934 წ., გვ. II). „შენ რომ ეს სახელიგცოდნოდა და გეთქვა ანდუყაფარისათვის, ის ისევ გადაიკარგებოდა ანაჯოგად, როგორც სუფსარქისი“ (ხსენებაზე „ეშმაკები“, მელან., „საქართ“., 1918 წ., N 832).
  2. პირწმინდად, უკვალოდ მოისპო. „როგორც კი ვეტყოდი, უნდა თქვენი სურათი გადავიღო-მეთქი, აღარავინ მეკარებოდა და სულ ანაჯოგად (!) იკარგებოდნენ (ნ. აღნ., „სპარსეთი და იქაური ქართველები“, თავი V).
  3. სრულებით. ამბობენ: ესა და ეს კაცი ანაჯოგად ხმას არა მცემსო. ამბობენ კიდევ: ესა და ეს საქონელი რომ გინდოდეს, ანაჯოგად ვერ იშოვიო. მერე კი - ანაჯოგად დაიკარგაო. „ანაჯოგად ჩაიყლაპა“. გურიაში - „ანაგებად“. ეს სიტყვა ხომ არ წარმოსდგება „გადვიჯანგო“-დან. „ისეთი სიცხეა, რომ, არ ვიცი, სად გადვიჯანგო“. („კრებ“., წ., N 2, გვ. III).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9