სარკმელთან მიმაგრებული ტახჩასავით ან თაროსავით ვიწრო და გრძელი ფიცარი, რომელზედაც აწყობენ ძვირფას პატარ–პატარა ნივთებს, ხოლო მიკიტნის ან მეწვრილმანეს დუქნებში მწკრივად ბოთლებს, თამბაქოს და სხვა. „პერლაშეს სასაფლაოც ვნახე. ყველა საგვარეულოს ცალ–ცალკე პატარა ოთახები აუგიათ, შიგ სკამებია, გვირგვინები კედელზე ჰკიდია, რაფაზედ შანდლები დგას“ (მსახ. ელ. ჩერქეზ. მოგონ., ხელთ.) „იულიამ წამოავლო ხელი რევოლვერს, რომელიც ბუხრის რაფაზე იდო“ (გ. ყიფშ., „ივ.“, 1887 წ., №112).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.