სა სე სვ სი სკ სლ სო სრ სტ სუ სყ სხ
სია სიბ სიგ სით სიკ სილ სიმ სინ სიპ სირ სის სიფ სიქ სიღ სიჭ

სიფათი

პირისახე, ზოგჯერ სიფათი არ ესმით რიგიანად, მაგალითად, აი, რას სწერს „ნიანგი“: „სამაგიეროდ მოშიაშვილი ჩანგლის წვერს მიიღებს გვერდების სიფათში“ („ნიანგი“, 1935 წ., № 9, გვ. 18). „რევოლუციას თუ ამისთანა სიფათი აქვს, როგორიც ამ კაცს...“ („ესკადრილ. დაღუპვა“. თარგ. გ. ფრონისპ., I მოქ.). „შენი სიფათიც კი არ მოსწონს“ („ახ. კომ.“, 1935 წ., № 3). დ.ჩ. - ს არა აქვს. „ეგ სიფათი ფარისევლად იცვალე, ფულის დარდში მოკვდი და მიიცვალე“ („თეატრი“, 1885 წ., № 15, გვ. 147). „დეიდა ვარო, სიფათი გინებაა?“ (კ. ჩაიკოვსკის „მზიანა“ - მარიჯანის თარგ., 1936 წ., გვ. 114). „ფ ი ნ თ ი ხ ი ს ი ფ ა თ შ ი“ (ს. შანშ., „ანზორ“, 4-ე მოქ., „მნათ.“, 1931 წ.). „ხორხონი მიასო“ (ვითომ „კოლხოზნოე მიასო“) - გაჰყვიროდა ვღაც კაცი, რომლის სიფათი ლევარსი როხროხაძეს მოგაგონებდათ“ („ნიანგი“, 1932 წ., № 18, გვ. 12). „გაბატონებული კლასის სახე აქ ისე ძლიერად არის გამეფებული, რომ ცალკე სიფათები თითქოს ერთიანდებიან“ („დროშა“, 1931 წ., № 7-8; შანდორ გაბორის „ორი მოთხრობა“).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9