რა რე რი რო რუ რძ
რიგ რიზ რიკ რიო რიჯ

რიგირს პური

დიდი ნადიმი. ძველად, ვიდრე საქართველო რუსეთს შეუერთდებოდა და არ იყო კლუბები და სხვა... ტფილისში, ტფილისელთა შორის იმართებოდა რიგირს პური, ე.ი. ამხანაგ–ნაცნობები ერთმანეთს რიგრიგად უმასპინძლდებოდნენ ხოლმე. მაშინ ერთ კაცს სამ თვეში ერთხელ ძლივს მოუწევდა რიგის პური, რადგან რიგრიგობით უნდა ესადილნათ ერთიმეორესთან. თითო ნადიმზე რამდენიმე ასი კაცი იყო... შეეძლო ამ ნადიმში ახალჩამოსულ კაცსაც მიეღო მონაწილეობა, რომელსაც სადილი უნდოდა, თუ, რასაკვირველია, ნაცნობი ეყოლებოდა... ამბობდნენ, დღეს ფლანთან თუ ფსტანთან რიგის პურიაო (მოხსენებულია გ. ხუნდ., „ხათაბალაში“, 1 მოქ., დაწვ. ქიშმიშევის წიგნი, გვ. 13, თავი XII).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9