მულის და დედამთილის საჩუქარი დამოყვრების დროს. რძალი დედამთილს ან მულს რომ მიუტანს დამოყვრების დროს რაიმე საჩუქარს – ამას რუფაკას უწოდებენ. ძველად რძალი, რომ მიუვიდოდა ოჯახში, დედამთილს ან მულს საჩუქრად მიუტანდა ან ქირმანშალს ან საკაბეს, ამას რუფაკი ერქვა. მზითვის წიგნშიცაა მოხსენებული.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.