აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ანა ანგ ანდ ანს ანტ ანუ ანწ ანჯ

ანგლობა

  1. სიანგლე, „ვანგლობ“. „სტალინი შეხვდა ამიერკავკასიაში ახალგაზრდა კაცს (ლაპარაკია კამოზე - ი. გ.), რომლის ფიცხმა, ანგლურმა და ოდნავ ეშმაკურმა გარეგნობამ დააინტერესა იგი. ამხანაგები აღიარებდნენ კამოს განწყობილების რევოლუციურობას, მაგრამ აშინებდათ უაღრესი სიფიცხე, წინდაუხედაობა და ანგლობისადმი მიდრეკილება“. (მიხ. კოლცოვი, „კაცი ლეგენდა“, „კომ“., 1934 წ., N 268, 21/XI). „მე-15 სკოლა ტფილისში ერთ-ერთ მოწინავე სკოლად ითვლება. მოსწავლე კობახიძე ყველაზე ანცი და მოუსვენარი იყო ჩემს კლასში (მე-3 კლ.). - მოგვითხ. მასწ. თამარ მაღრაძე, - იგი ჯერ რაჭის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობდა, საიდანაც გაურიცხავთ გადაჭარბებული ანგლობისათვის, როგორც „გამოუსწორებელი“ (ვ. მესხის და ი. მარგ. წერილიდან. „ახ. კომ“. 1935 წ., N 70). „სათვალე ქალაქგარეთ ქეიფსა და ანგლობაში დაუკარგავს“ (დემნა შენგელაია, „ბაშკადიკლარ“, „მნათ“. 1934 წ., N 10, გვ. 6). „ჩემი საქციელი ანგლობად ჩასთვალეს“ – „ცოტა არ იყოს, ანგლობს, მატაოცობს“ – „ყმაწვილი ვიყავი, ვანგლობდი“... (მ. გორკის წერილი კამოზე. „სალიტ. გაზ’., 1932 წ., N 4).
  2. Озорничество. „ჰა, ჰა, ნუ ანგლობთ, თუ ჯერია, ჯერი იყოს’... (ირ. ევდ., „ივ“. 1905 წ., N 184). „იხვები შენია და იმათი ანგლობისათვის პასუხი შენ უნდა აგო“ (ს. ფაშალ. „ნიანგის კრებული“, 1933 წ., გვ. 22). „უფლება მიეცეს მილიციის ორგანოებს, დააჯარიმონ მშობლები ადმინისტრატიული წესით 300 მანეთამდე ბავშვთა ანგლობისა და ქუჩური ხულიგნობისათვის“ („კომ“., 1935 წ. N 137, 2 ივნისი). ეს ინსტრუქცია დაიბეჭდა აგრეთვე „საბჭოთა აჭარისტანში“ (1935 წ., N 126). იქ ბავშვთა ანგლობის ნაცვლად ბავშვთა სიანცეა.
  3. ეს სიტყვა ამ ბოლო დროს ხშირად გვხვდება ყოველდღიურ პრესაში, განსაკუთრებით თარგმნილ სტატიებში. „...ამახინჯებენ ბავშვთა ჩამოუყალიბებელ ხასიათს, აღვივებენ ვნებათა ღელვას, აქეზებენ ანგლობისა და ხულიგნობისათვის“ („კომ“., 1935 წ., N 85, 10 აპრილი, „პრავდის“ მოწინავე). „კუთხეებში მიგროვილი მოწაფეები... ანგლობდნენ“ (კ. გამს., „უფლისა არაბული“, „ლიტერ. საქართ“., 1939 წ., N 28). „შუაღამეა, მთვარე კვლავ ანგლობს, სურს სურვილების დაფაროს კიდე, ქუჩა ეძახის ქუჩის ანგელოზს, ქუჩა ბარდება ქურდს და როსკიპებს“ (პიერ კობახ., „ლომისი“, 1924).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9