მოუხეშავი. „ეს უბრალო მასალაც უგერგილოდ და უშნოდ არის მოხმარებული“ („ივ“, 1890 წ.№ 349). „ნუთუ მთელი ჩვენი ცხოვრება ი. ევდოშვილისათვის მასხრობა, ოხუნჯობაა, ოხუნჯობა უკბილო, უგერგილო, უმარილო?“( ია ეკალ. „შრომა“1906 წ. № 49). კეხიანი ცხვირი ძალოვანობის, სიმამაცისა და ჭკუა-გონიერების ნიშანია; ცბიერს, გაიძვერა და მუზმუზელა კაცს პატარა და პაჭუა ცხვირი აქვს...ვისაც მახინჯი და უსწორმასწორო ცხვირი აქვს, ის კაცი ყოველთვის უგერგილო, მოუხეშავი და მოუსაზრებელია („ივ“, 1887 წ. №29).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.