უა უბ უგ უდ უვ უზ უთ უი უკ ულ უმ უნ უპ ურ უს უფ უღ უყ უშ უჩ უძ უწ უჭ უხ უჯ
უზუ

უზური

სასამართლოს ტერმინი ყოფილა აქაც და იმერეთშიც. „ნეტა უზურში ავი ხომ არაფერი ჩაიდო ყურშას ბატონმა?“ (მ. ჯავახ. „ორი განაჩენი“, 1936 წ. გვ. 31). „იქნება ჩემი ნინას იღბალიც გამონახოს თავის ამხანაგებში... უზურში მქონდეს“(ნ. აზიანი, „საქართ“, 1917 წ. № 148). იხ. „ჰუზური“,1773 წლის სიგელი. უ ზ უ რ შ ი - ამასობაში. იხ. ვ. ბერიძე ( უზური). ყოფილა იურიდიული ტერმინი (ლუკა ისარლოვის წიგ. „Воспоминание о Грузии“, გვ. 137). «აზურში“ - ამ სათაურით ლექსიც აქვს ნინო თარიშვილს (მისი წიგნი „მზეში“, 1926 წ.გვ. 29, სახელგ.). „ხაბაზი... მოტანილ ფქვილით გემრიელ მურასა პურს აცხობდა და იმ დღისთვისაც უზურში სწორედ ეს პური ჰქონდა ამოღებული“ (არჩ. ჯაჯან. „დედოფალი დარეჯან“, თ. 1, დაუბეჭდავია). უზურდილედი - პატიება მოითხოვა. „გრ. ორბელიანმა დაუმატა: უზურში მიყოლიე და რაც გითხარ, კარგად შეინახე“ (მ. ჯ-ლი „არსენა მარაბდელი“, გვ.93). „რისკის საქმე დიდ ქონებას, დიდ სერმიას თხოულობს,დიდს თაბაუთს“ (იხ. „თაბაუთი“ი. გ.). „თხოულობს ნაღდს, ყოველთვის უზურში შენახულს, რომ სოვდაგარს (იხ. „სოვდაგარი“ - ი. გ.). გამაგრება შეეძლოს“ (ნ. ნიკოლ. „მოამბე“, 1894 წ. № XII, გვ. 133). „ჩვენებურს გამყიდველს კი საქმე უზურში ჰქონდა“ (ნ. ნიკოლ. „მოამბე“ 1894წ. №XII, გვ. 134). „წელიწადის სიარული უზურში ჩვენი კუზია, სამოცი წელიწადი გაივლის, ეს კუზიც გადიდდება“ („ივ“, 1890წ., № 1). „უზურში ეს შავი შალი დაკარგულა და დავა ატეხილა“ („ივ“, 1890წ., №44 , გვ.4). „ბ. მიხაკოს თქვენი ლექსი „ივერიას“ - როგორც თვით იტყვის ხოლმე - უფრო უზურში მოუვა. ჩვენ არა ვბეჭდავთ“ („თეატრი“, 1890 წ. № 6). „თუ მოურავს არ მისცემ ქალს, მე უზურში მყავს კიდევაც ამნაირი კაცი“ (ს.მგალ.,1 გვ.175). დიდებული ხელმწიფე გაუწყრა და ორივ ერთად მოაყვანინა, იქ უზურში დადგნენ“ („დავრიშიანი“, გვ.96, 1890წ. გამოც. მეორე. რიგში დადგნენ?). „უზურში საპალნე ღვინო 30 ჩაფია, ჩ ა ფ ი - ოთხი თუნგი. საპალნე ასოცს თუნგს იზამს რაღა“ („ივ“, 1892 წ.,№253). „უზურში, როგორც ვხედავ, ქვეყანა ბრუნდება“ (იქვე).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9