თავდარიგი, (თადარიგი). „სარისტა“ წარმ. უნდა იყოს რუს. Староста-საგან. „შეიძინა კარგი საქონელი და ქმრისგან დაწყებულს სარისტას, მხნეობას უფრო უმატა“ („მოამბე“, 1895 წ., № XI. ვ. ბარნ. „მნათ“. 1929 წ., № 7, გვ.37). „პირველი მოთადარიგე და სარისტის მიმცემი“ (მელან., „ბნელო“, 1891 წ., გვ.147). „ხელსაქმეში და სახლის სარისტში არ ჩამოუვარდებობა დედას“ (ვ. ბარნ., „ტკბილი დუდუკი“.“) სარისტიანი - წინდახედული, თადარიგიანი. „გველესიანი სარისტიანი კაცია და ამიტომ მან ნოტარიუსის ბეჭედიც მოიშველია...“ (სირიუსი, გაზ. „კომ“. , 1936 წ., № 20, 26 იანვარი). „სარისტიანი კაცის სახელი ჰქონდა გავარდნილი“ (ს. მგალ. I, გვ. 83).ყველაფერ საქმის მომწყობი; კილოიანი. „მართა სარისტიანი ადამიანია“ (ნ.ლომ., მოთხ., 1926 წ., გვ. 466). „...ის სარისტიანი ადამიანია - იმას ყველაფერი აქ“ (ა. ფურც., „ქიტესა“, 1890 წ., გვ.9). „ამას ხელს უწყობს მილიციელის თავდაჭერილი, საზრიან-სარისტიანი ქცევა“ (ნ.ზომალეთ., „მუშა“, 1934 წ., №2). „როგორც მეოჯახე კნეინა გენო ჯორჯაძისა სარისტიანი, შეუდარებელი და მეტად კარგი დიასახლისი იყო...“ („ივ.“, 1889 წ., № 56). სარისტიანობა - თადარიგი. „პეტრე ბაგრატიონის სარისტიანობამ საზოგადო ყურადღება დაიმსახურა“ („კლდე“, 1912 წ., № 1, გვ.9 -11).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.