აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
აბა აბე აბი აბლ აბო აბრ აბუ აბჯ

აბრუ

  1. ავტორიტეტი. „ ილიას დამდაბლება და მისი აბრუს გატეხა“ (გრ. ყიფშ., „ი. ჭავჭავაძის თხზულებანი“, 1914 წ. მიხ. გედევან. გამოც. გვ. LXXX)
  2. პატიოსნება, სინდისი. პირდაპირი შესატყვისი არის „პირისწყალი“ (ნამუსი). „აღებულს მიცემა უნდა თავის ვადაში, თუ არა და აბრუ უტყდება“ – („ივ“. 1886 წ., N 106, გვ. 4). პ ი რ წ ყ ა ლ ი იხმარება იმერეთში, მითხრა კ. დონდუამ. „აბრუ გაგვიწყდა, ნამუსი წაგვიხდა“ (გ. სუნდ. „პეპო“, 64)
  3. პრესტიჟი (არა აქვს დ. ჩ.-ს) „ვზივარ და ვვაჭრობ,სულ ქვეს უნდა გითხრა, ძმავ, აბრუსთვის ვეგდე დუქანში, თორემ სად იყო ვაჭრობა? (რ. ერისთ., „თეატრი“, 1889 წ., N9). „აბრუს გატეხას ეცდები“ (ვაჟა, მოთხ. „დათვი“, თ. II)„ევროპიული ჩაცმა აბრუს გამიკეთებს“ (ბ. ჯორჯ., „ცისკ“., 1863 წ., აგვ. გვ. 13). „ირაკლი, ერთხელ და ერთხელ შენს თვალებში აბრუ გამიტყდა, რაღას დამიჯერებ“ (ილია, „მაჭანკალი“, რუსთ. თეატრისხელნ., გვ. 18). „როცა სტანისლავსკისა და ნემიროვიც-დანჩენკოს გარეკლამებული სამხატვრო თეატრი უმაღლეს წერტილს აღწევდა - სუმბათაშვილი ქართველური სიდარბაისლით აბრუს არ იტეხდა (ვ. გუნია, „ბახტრიონი“, 1922 წ., N 23). „სურთ სახელი გაუფუჭონ, საზოგადოებაში აბრუ გაუტეხონ“ (ილია, ტ. IX, გვ. 87). „ამდენმა წვიმებმა ახალმოსულების თვალში აბრუ გაუტეხეს ბორჯომს („ივ“, 1886 წ., N 137)
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9