ღონე, ძალა, ჰოვსილა. „ეშმაკმა“ დაუწერა აკაკის „მეჩონგურეს“ შესახებ: „ძლიერ მწყინს, რომ აგრერიგად დახურდავდა მძლავრი მუზა - და არაქათ-გამოცლილი „ბნელ კედლებში“ შეიტუზა („ეშმ. მათრახი“, 1908 წ., N 19). არაქათი, ჩუბინიშვილი ამბობს - სომხურიაო.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.