ფართლეულიდან შეკერილი ქუდი; ჩეფჩიკი. „ბებიამ პატარა მიხაკოს ვიწრო არახჩინი ჩამოაცვა“ (ნ. ლომ., „მოთხ“., გვ. 202). „ჯუჯებს ყველას ხელი ჩამოართვა, იმათაც თავიანთი არახჩინები მოიხადეს“... (ან. თუმ-წერეთ., „ჯეჯილი“, 1914 წ., N 3, გვ. 150). „მეცნიერის ქურქა წამოესხა, არახჩინი თავზე ჩამოეჩაჩა“ (აკაკი, „ივ“., 1901 წ., N 70). „ტყავის ქუდები აჭრელებული, მოქსოვილი არახჩინები და დედაკაცების ჩადრები“ (რაფის მოთხ., „ნობათი“, 1884 წ., N VII-VIII-IX, გვ. 360). „შემოვარდა ზალაში აფარებულის თეთრის ტილოთი და თეთრის არახჩინით“ (წერ. კ. დადეშქ-ზე, „ივ“. 1884 წ. N 2, გვ. 134).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.