.ლაზათი, უნარი, ზრდილობა. „თუ იმდენად გაიწვრთნები და იმდენ მარიფათს გამოიჩენ, რომ არვინ გაიგოს, აიღე ქრთამი“ (მ. ხუბუას თარგ. ჯემალზადეს ნოველები“, „მნათ.“, 1935წ., № 5, გვ. 113). „ჰოქუთ მერნემ მიქოიანჯან, გევედრები მხოლოდ ამას, შენს მარიფათს ვენაცვალე, ნუ მოგვაკლებ სმას და ჭამას“ (ლ. კავს. კუპლეტებიდან, ნათქვამი კრემლში 1937 წ.იანვრის 17-ს). „მარიამს და წმინდა ნინოს არ ჰქონდათ სულ მარიფათად მტრებისაგან ხალხი დაცვათ ან გაერთვათ არაქათი“ (ს.თ.-ია, „მებრძოლი უღმერთო“, 1935 წ., № 23). „აბრამ მარკოვიჩ, ნუ გჯერათ ცრუ ხმები... სიტყვის დარღვევა არ შემეზლო, ვიცი თქვენი მარიფათი. სადგური დელეგაციებით გაიჭედებოდა, როლანის კატეგორიული თხოვნა იყო“ (ს. ამაღლობელი, რომენ როლანი მოსკოვში, „ახ. კომ.“, 1935 წ., № 177, 4 აგვისტო). „ნურავინ წაეტოლება გრძელიშვილს მარიფათში, გამჭრიახობა - მოხერხებაში, იგი სულ სხვა ნიჭის პატრონია“ (მ. ბურდული, „კომ.“, 1936 წ., № 323, გვ. 429).
შნო. („ფერად-ფერად“, ვ. ბარნ., გვ. 99). (ალექსანდრე თავის მარიფათის სიჭარბეზე ხშირად იკვეხნიდა.“ („ინდუსტრ. ქუთაისი“, 1938 წ., № 72., გვ. 4).
უნარი, ზრდილობა.
საკუთრივ „მერიფეთ“ ნიშნავს ცოდნას - знания („На Кавказе“, 1909წ., № 5 გვ. 15). „მარიფათიანი პურმარილობა“ („მოამბე“, 1905 წ., № 11, გვ. 29 (მეორეე განყ.). ეს სიტყვა ნახმარი აქვს არაქართლელ მწერალს რ. გვეტაძეს („ქართ. მწერ.“, 1930 წ., № 3-4, გვ.17). „ვირს უთხრეს, შენი მარიფათი რა არის და, კუდი აიწია“ (ქალაქ. ანდაზა).
სიმარჯვე, მოხერხება („ივ.“, 1900 წ., № 119). „შოფრებმა შეატყეს, რომ აქ კარგი არაფერი იქნება და მთელი მარიფათი მოიხმარეს“ (ლ.მეტრ., „კომ.“, 1928 წ., № 245). „ვენაცვალე მარიფათიან სახეში, ვინც ერთობა მოიგონა“ (ი. ევდ. „ივ“, 1905 წ., № 184). „მე ასეთ რამეებში დიდი არაფერი მარიფათი მქონდა“. (დ. მ. როსტომასვილი, „ტფილისიდან ზნამენკამდე“, 1933 წ., გვ. 24; რ. გვეტ., მოთხ., „ქართ. ნწერ.“, 1930 წ., № 2-3. გვ. 17). „ჩემში სიცილს იწვევს მისი თხრობის კილო, სახის გამომეტყველება და მარიფათი“ (რ. გვეტ., „ქართ. მწერლ.“, 19930 წ., № 3-4, გვ. 17). შნო, უნარი. „ჩამოდექით ზღვებო და ტრამალებო, წინ, წინ გასწით სულის მარიფათებო!“ („სამაისო“ „ნ. ზომლეთ., „კომ.“ 1931 წ., № 100).
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.