ძირია ყველა ენებზე ცნობილ სიტყვის მასკარადისა. „ტაკ“ სომხურად „ქვეშ“ ნიშნავს და მასხარა ხომ მასხარაა, ე. ი. ჯამბაზი რომ ბაწარზე თამაშობს, იმის ქვეშ მომასხრეს მის თანაშემწეს უწოდებენ ტაკიმასხარას. ან ჯამბაზის შემდეგ რომ გამოვა ცირკში სხვა ოხუნჯი, იმას ტაკიმასხარას უწოდებენ, ვითომ შენ იმ ჯამბაზის ქვეშა სდგეხარო, იმისავით ბაწარზე არა ხელოვნებო.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.