– ჩილიკა ჯოხის თამაშობის დროს პირობას სდებენ რომ დამარცხებულმა იწიოწოს: მომგები ჰკენწლავს ჩილიკას და რამდენსაც ჰკენწლავს, იმდენჯერ უნდა გაჰკრას ჩილიკა, დამარცხებულმა ხსენებული ადგილიდან უნდა იწიოწოს და უსუნთებლივ სთქვას: წურბანიწო–წო–ო! მომგები დასასჯელად კიდევ ერთხელ გასტყორცნის ჩილიკას და სადაც ჩილიკა დაეცემა, დამარცხებულიც იმ ადგილიდან დანიშნულ ადგილამდე ხელახლად წიოწობს.
Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.