აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აო აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აყ აშ აჩ აც აძ აწ აჭ ახ აჯ აჰ
ასა ასი ასკ ასლ ასმ ასნ ასო ასტ ასხ

ასასი

  1. ღამის დარაჯი; სავაჭრო დუქნების მეთვალყურე (საიათნოვა); ასასს აბარია ხშირად რამდენიმე დუქანი და ნება არა აქვს თავის ადგილს მოშორდეს, თვით პოლიციელსაც არ ჰქონდა ნება დაეპატიმრა ან სხვ., როცა იგი სადარაჯოზე იდგა (დადის ღამღამობით ეს ასასი ჩაბარებულ დაკეტილ დუქნების ირგვლივ და ყოველ წამს კლიტეებს ხელით ეხება, რომ დარწმუნდეს დუქნის ჯანსაღობაში). ასასი - კერკეტონი („ქილილა და დამანა“). პროფ. გ. ნათაძე ასასს ასე განმარტავს: Низший политический чин в городе (Старый Тифлис, 1929, ст. 56; საბას კერკეტონი, გვ. 145). „1860 წლებში ბაზრებსი ღამე ჰასასები არსებობდნენ ყარაულებად დუქნებისა. მედუქნეები იხდიდნენ ამათ ჯამაგირებს, რადგანაც ჰასასები გათენებამდის უძილოდ ფეხზე უდარაჯებდნენ, ზამთარ-ზაფხულ, რომ ქურდებს არ გაეტეხათ დუქნები“ (იხ. „ზედსიძე“, რაფის მოთხრობა თარგ. დ. ყაზაროვისა, 1913 წ., გვ. 23).
  2. ღამის ყარაულია უეჭველად დუქან-ქარვასლებისა, ასასი სრულიადაც არ არის გოროდოვოი, როგორც მ. ნ. პოკროვსკის წიგნშია „რუსეთის ისტორია“ (მთარგ. მ. ბერძ., 1932 წ., გვ. 296, სახელგ.).
  3. ღამის დარაჯი, დუქნების მავალი, („ყაჩაღები“, გვ. 76, და „ციმბირელი“, მოქმ. IV).
  4. ღამის ყარაული, კერკეტონი, ტალა. „ერთი მსახიობი, რომელიც ძველ ქართველ მამასახლისს თამაშობდა, ერევნელ ასასს ჰგავდა“ („ივ“., 1890 წ., N 214). „რა ასასივით დამადექი“ (ხალხური თქმა). „გერმანიის ხელმწიფემ ექიმ გულფანდს უთხრა: - თქვენ ისე კარგად გაქვთ შესწავლილი ადამიანის სხეულის აგებულება, რომ უეჭველია, ყველა სატკივრის განკურნება შეგეძლებათო. - თქვენო უდიდებულესობავ, - უპასუხა მოსწრებულად გულფანდმა, - ექიმბაში შეიძლება ასასს შევადაროთ - ასასებსავით ჩვენც კარგად ვიცით ქალაქის ქუჩები, მაგრამ იმას კი, რაც ხდება სახლებში, მხოლოდ გონებით უნდა მივხედოთო“ („ივ“., 1891 წ., N 154).
    Source: გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)/[გამოსაც. მოამზადა რუსუდან კუსრაშვილმა]. – თბ.: სამშობლო, 1997 (სამშობლო). – 304გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9